X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - გარდაბნის 6 სოფელს ივნისიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

21 აპრილი 2022

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს - ქვემო თელეთს, ზემო თელეთს, წალასყურს, ახალიწყალს, მუხრანთელეთს და კუმისს, რომლებსაც ისტორიულად არასდროს ჰქონიათ ცენტრალიზებული წყალმომარაგება, ხოლო ზაფხულში კუსტარულად მოწყობილი ჭაბურღილებიც შრებოდა,  ივნისიდან 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნება,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვემო თელეთში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, ახალი წყალი, წალასყური, მუხრანთელეთი, კუმისიწყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეაამ დროისთვის დარჩენილია ელექტროგაყვანილობისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შედეგად, სოფლების მოსახლეობა 24 საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა

მინისტრის თქმით, პროექტის შედეგად, 5000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით და ეს არის კარგი მაგალითი იმ წარმატებული პროექტებისა, რომელიც ამჟამად 150 მდებარეობაში მიმდინარეობს.

წყალმომარაგების სისტემის განვიტარების სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო რეზერვუარები, საქლორატოროები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური  და წყალმომარაგების ქსელები, რასაც, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 9.8 მილიონი ლარი მომხარდება.

ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ განხორციელდება დამატებითი პროექტები უკვე ახალი - განვადებით მშენებლობის პროგრამით.

„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება არის ახალი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რისთვისაც 350 მილიონი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი და რის შედეგადაც, 2025 წლის ბოლოს, ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს პროცესი გაგრძელდება უკვე მთელი ქვეყნის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგების დაფარვის მიზნით,“-განაცხადა მინისტრმა.